STV
რეკლამა

წალენჯიხაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაათვალიერა

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ ხასიამ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერთან ბესიკ ფარცვანიასთან და მერის პირველ მოადგილესთან ცოტნე შონიასთან ერთად წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საექიმო ამბულატორიებისა და სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი”-ს ოფისის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.

ისინი იმყოფებოდნენ, ნაკიფუს მედანის,ჯგალის, ჩქვალერისა და ქალაქ ჯვარის ტერიტორიაზე.

ნაკიფუს ადმინისტრაციული ერთეულში საექიმო ამბულატორიის მსენებლობას ტენდერში გამარჯვებული. კომპანია, ქალაქმშენსერვისი ასრულებს. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 83 901 ლარს.

ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში საექიმო ამბულატორიის
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ი/მ „ოდერ არქანია“ ასრულებს.
სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 84`172.00 ლარს.

მედანში ახალი საექიმო ამბულატორიის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „შაკო+“ ასრულებს. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 83`450.00 ლარს.

ჩქვალერის ახალი საექიმო ამბულატორიის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ჯვარი-91 ახორციელებს. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 84969 ლარს.

ქალაქ ჯვარში სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი”-ს ოფისის მშენებლობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული მანუჩარ ნაჭყებია ასრულებს. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 222 222 ლარს შეადგენს. აღნიშნულ სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი.

ამბულატორიებისა და სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი”-ს ოფისის მშენებლობა ადგილობრივი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე მიიღოს პირველადი სამედიცინო მომსახურება კომფორტულ და შესაბამისად აღჭურვილ გარემოში.

Related posts

ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი, უკვე ორი თვეა გამწვანებით სამუშაოებს ახორციელებს

რედაქტორი

ფოთში, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების ღონისძიებები ტარდება

რედაქტორი

სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულებში საექიმო ამბულატორიების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურ ფაზაშია

რედაქტორი

დატოვე კომენტარი