STV
რეგიონი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა საჯიჯაოში ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გაღმა საჯიჯაოში სტიქიის დროს დაზიანებული ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 221000 ლარს შეადგენს, საქართველოს მთავრობის მიერ ხობის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ხიდის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია გაეცნო. სამშენებლო სამუშაოზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

Related posts

გრიგოლ გიორგაძე ზუგდიდში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა

რედაქტორი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრები ინტენსიურად მიმდინარეობს

რედაქტორი

ზუგდიდის სოფლებში მანქანა-ლაბორატორიები გამოჩნდნენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი