STV
რეგიონი

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გერმანიის ელჩს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მერთან და მოადგილეებთან ერთად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს ფოთის მერიაში შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებასა და სამომავლოდ ერთობლივად განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს.

ხაზი გაესვა რეგიონის და უშუალოდ ქალაქ ფოთის ეკონომიკურ პოტენციალს. სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ელჩს ქალაქის ისტორია გააცნო და მისი არქიტექტურული იერსახის განვითარებაში, გერმანელი არქიტექტორის ედმუნდ ფრიკის როლზე ისაუბრა. მოგვიანებით კი ელჩს, ფრიკის მიერ დაპროექტებული შენობები დაათვალიერებინა, რომლებიც დღეს უკვე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს წარმოადგენენ.

ფრიკის მიერ აშენებული შენობების რეაბილიტაციაზე რწმუნებულის ადმინისტრაცია, ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ქალაქის მერიასთან ერთად აქტიურად მუშაობს. ჰიდრომელიორაციული სასწავლებლის ყოფილი შენობის სრული რეაბილიტაცია მოხდება და იქ საზღვაო სასწავლებელი განთავსდება, ამჟამად პროექტირების სამუშაოები სრულდება, ასევე მოხდება უშიშროების ყოფილი შენობის რეაბილიტაცია. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ქართულ-გერმანულ ურთიერთობებსა და 1918 წლის მოვლენებზე გამოფენის და საერთო სივრცის მოწყობას.

1918 წლის 28 მაისს, ფოთის პორტში ხელი მოეწერა შეთანხმებას გერმანიის იმპერიასა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის, სადაც საქართველომ მიიღო გერმანიის მფარველობა და აღიარება. ხელშეკრულებას, გერმანიის მხრიდან ხელს აწერდა გენერალი ოტო ფონ ლოსოუ და საქართველოს მხრიდან მთავრობის მაშინდელი თავმჯდომარე ნოე რამიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი.

Related posts

წალენჯიხაში გზა გადაკეტეს – სოფელ კანთში სკოლის მშენებლობას ითხოვენ

რედაქტორი

სოციალური სახლების მშენებლობაზე კომისიამ განცხადებები გადაამოწმა

რედაქტორი

სენაკის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები გრძელდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი