STV
ექსკლუზივი

ექსკლუზივი: ფოთის ყოფილი მერი ირაკლი კაკულია დაკავებულია

ქალაქ ფოთის ყოფილი მერი და ამჟამად მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია ფინანსურმა პოლიციამ რამდენიმე წუთის წინ ფოთში დააკავა.

წინასწარი ინფორმაციით საქმე ეხება კაკულიას მერობის დროინდელ ფინანსურ მაქინაციებს, რომელზეც აღნიშნული სამსახური მუშაობდა. STV-ს წყაროს ცნობით ფინანსურმა პოლიციამ შეისწავლა მალთაყვის სანაპიროს რეაბილიტაციის საქმე, სადაც ყოფილი მერის დანაშაულებრივი ქმედებები იკვეთებოდა.

ამ დრომდე კომენტარი საკრებულოს თავმჯდომარის დაკავების ზუსტ დეტალებზე არ გაკეთებულა.

Related posts

“ეს იქნება არატრადიციული წარდგენა”- სანდრა რულოვსის წარდგენას ზუგდიდში მალავენ

რედაქტორი

რულოვსი ნდობით აღჭურვილ პირად ალექსანდრე ქობალიას ასახელებს – რა ხდება “ნაციონალებში”?

რედაქტორი

“ნაციონალების” დაპირისპირების ფონზე “ევროპული საქართველო” ზუგდიდში კანდიდატს აყენებს?

რედაქტორი

დატოვე კომენტარი