STV
რეკლამა

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში (R)

სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით, 193 პროექტი შეირჩა, რისთვისაც 738 000 ლარი დაიხარჯება.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულს, 64 000 ლარი გამოეყო.

ადგილობრივ მაცხოვრებელთა მიერ განისაზღვრა სოფლის პრიორიტეტები:

შუა ხორშის უბანში – გარე განათების ქსელის მოწყობა
შუა ხორშის უბანში – საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, ატრაქციონით აღჭურვა და ეზოს კეთილმოწყობა
შუა ხორშის უბანში – სანიაღვრე არხის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება და სამ ლოკაციაზე, მილხიდის მოწყობა
ციზეთის უბანში – შიდა საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება და კიუვეტის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება
ციზეთის უბანში – გარე განათების ქსელის მოწყობა
საადანაიოს უბანში – შიდა საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება და კიუვეტის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება
საგუგუნაოს უბანში – საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება და კიუვეტის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება
დიდი ხორშის უბანში – სპორტული მოედნისთვის სათიბის შეძენა
დიდი ხორშის უბანში – შიდა საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება და კიუვეტის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება
პატარა ზანის უბანში – შიდა საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება და კიუვეტის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში, 10 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

Related posts

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები სენაკში

რედაქტორი

სენაკში აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზების მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები

რედაქტორი

მდინარაძე: ენმ და მისი პარტიული ტელევიზია ყველა ეთიკურ სტანდარტს არღვევს საკუთარი საარჩევნო შედეგის გასაუმჯობესებლად

რედაქტორი

დატოვე კომენტარი