STV
რეკლამა

,,შემოდგომის ზეიმი” პირველ ბაგა-ბაღში (R)

სენაკის მუნიციპალიტეტის საბავშვო და ბაგა-ბაღებში „შემოდგომის ზეიმის“ კვირეული მიმდინარეობს.

დღეს, აქტივობის ფარგლებში, სტუმრებს, მშობლებსა და თანატოლებს პირველი ბაგა-ბაღის (გამგე თამარ გეგენავა) აღსაზრდელებმა უმასპინძლეს.

ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორი ალექსანდრე ჯანჯღავა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სკოლამდელი სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პირველი ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა, პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად, შემოდგომის ნობათით მორთულ ეზოში სანახაობრივად შთამბეჭდავი და სახალისო გარემო შექმნეს.

ტრადიციული კვირეული მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო და ბაგა-ბაღში გაიმართება.

Related posts

ჩხოროწყუს მერი ოცინდალეს მონასტერში წირვას დაესწრო

რედაქტორი

სოფელ ახუთში ასფალტირებული გზა იგება

რედაქტორი

სენაკში სიმღერისა და იუმორის საღამო გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი