STV
რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია რეგიონში ნაკლებად ცნობილ ტურისტულ ობიექტებს გაეცნო

ახალი ტურისტული მიმართულებების შესწავლისა და შემდეგი განვითარებისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, სენაკის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სპეციალისტებთან ერთად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მღვიმეები და ნაკლებად ცნობილი ტურისტული ობიექტები დაათვალიერა. ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, საჭიროა ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნა, რომელიც როგორც სათავგადასავლო, ასევე სპელეო ტურიზმის განვითარებისკენ იქნება მიმართული.

✔ ახალი ტურისტული მიმართულებების შესწავლისა და შემდეგი განვითარებისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა …

Gepostet von სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე am Sonntag, 10. November 2019

ალექსანდრე მოწერელიამ დღეს უნაგირას მთაზე არსებული მღვიმეები დაათვალიერა. ამ ტერიტორიაზე არსებული ზედაპირული კარსტული ფორმები წარმოდგენილია, ე.წ. ძაბრებით, ჭებით, ასევე ფართო და ჩაკეტილი ღრმულებით, რომლებიც შესწავლას საჭიროებს.

სახელმწიფო რწმუნებულმა ასევე საწულეისქირიოს და ჩხარას გამოქვაბულების ტერიტორიები დაათვალიერა, ასევე სპეციალისტებთან ერთად იმყოფებოდა ჩხარას ხეობაში.

სახელმწიფო რწმუნებულმა დღესვე შხეფის ციხე დაათვალიერა, ციხემდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულებულია, მეორე ეტაპი კი ციხის ასასვლელამდე ასფატლო-ბეტონის გზის მიყვანას გულისხმობს, რის შემდეგაც ტურისტებს ციხე-სიმაგრემდე მისვლა ახალი საავტომობილო გზით შეეძლებათ. შხეფის ციხე-გოჯი შედგება მთავარი ციხისგან, გალავანისგან, ორი კოშკის, საცხოვრებელი სათავსების, წყალსაცავის და მარანისგან. შხეფის ციხე, გარდა იმისა რომ მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე იყო, ის გარკვეული დროის განმავლობაში დადიანთა საგვარეულო დინასტიის საცხოვრებელ რეზიდენციასაც წარმოადგენდა.

✔ ახალი ტურისტული მიმართულებების შესწავლისა და შემდეგი განვითარებისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა …

Gepostet von სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე am Sonntag, 10. November 2019

ალექსანდრე მოწერელია, სენაკის მერთან ლევან კუპრეიშვილთან ერთად დღესვე შხეფის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის პროექტს გაეცნო. აქ ასფალტო-ბეტონის საფარი პირველად დაიგება. ამ ეტაპზე გრუნტის მოსწორების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია სანიაღვრე არხების მოწესრიგება. სოფელში უკვე დასრულდა გაზიფიცირების სამუშაოები, ასევე მოხდება გარე განათების მონტაჟი.

Related posts

ხობში, მაჩხომერის გორაზე ახალი არტეფაქტები აღმოაჩინეს

რედაქტორი

სანდრა რულოვსი მოქალაქის მიერ დასმულ კითხვებს გაექცა [ვიდეო]

რედაქტორი

ბაზრის მიმდებარედ მომუშავე სამარშუტო ტაქსის მძღოლებმა აქცია გამართეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი