STV
ყვითელი

ლევან გელბახიანი ფილმისთვის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე წარადგინეს

მსახიობი ლევან გელბახიანი, რომელმაც ლევან აკინის ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლი შეასრულა ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზეა წარდგენილი.

ლევან გელბახიანი ფილმისთვის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე წარადგინეს

მსახიობი ლევან გელბახიანი, რომელმაც ლევან აკინის ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლი შეასრულა ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზეა წარდგენილი. გელბახიანი „ევროპის საუკეთესო მსახიობი კაცის“ ნომინაციაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს. მისი კონკურენტები კი ანტონიო ბანდერასი, ჟან დიუჟარდინი, პიერფრანჩესკო ფავინო, ალექსანდერ შირი და ინგვარ სიგუროსონი არიან. დაჯილდოვების ცერემონია 2019 წლის 7 დეკემბერს, ბერლინში გაიმართება. 8 ნოემბერს გელბახიანი მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო კაც მსახიობად დაასახელეს. თბილისსა და ბათუმში კი ფილმის პრემიერა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ"-ის პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა. ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს. გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმი „ოსკარზეც“ წარადგინეს.

Gepostet von STV.GE სამეგრელო am Sonntag, 10. November 2019

გელბახიანი „ევროპის საუკეთესო მსახიობი კაცის“ ნომინაციაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს. მისი კონკურენტები კი ანტონიო ბანდერასი, ჟან დიუჟარდინი, პიერფრანჩესკო ფავინო, ალექსანდერ შირი და ინგვარ სიგუროსონი არიან. დაჯილდოვების ცერემონია 2019 წლის 7 დეკემბერს, ბერლინში გაიმართება.
8 ნოემბერს გელბახიანი მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო კაც მსახიობად დაასახელეს. თბილისსა და ბათუმში კი ფილმის პრემიერა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.

ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ”-ის პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა.
ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს.

გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმი „ოსკარზეც“ წარადგინეს.

Related posts

ლელა წურწუმია – აუცილებლად გადავალ სოფელში. ვიყოლიებ ფერმას და ქათმებს

რედაქტორი

McDonald’s-ი Balenciaga-ს ინსპირაციით ფეხსაცმელს შექმნის

რედაქტორი

“მე ის მიყვარს” – ქეთა თოფურიას პორტრეტი რეპერ გუფის საძინებელში [ვიდეო]

რედაქტორი

დატოვე კომენტარი