STV
რეგიონი

კონსტანტინე კაკავა: იგეგმება შვიდი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა

ზუგდიდში, ბერიას ქუჩაზე, N 2 საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა გაეცნო.

“ბერიას ქუჩაზე არსებული ბაღი ავარიულ მდგომარეობაში იყო, რის გამოც ბავშვებს კერძო სახლში, ნაქირავებ ფართში უწევთ სკოლამდელი განათლების მიღება. თქვენ ხედავთ, რომ აქტიურად მიმდინარეობს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა. ეს ბაღი იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, იფუნქციონირებს 5 ჯგუფი, რომელიც 125 აღსაზრდელს მიიღებს. ჩვენს აღსაზრდელებს ექნებათ შესაძლებლობა კომფორტულ პირობებში მიიღონ სკოლამდელი განათლება -“ აღნიშნა მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 167 999 ლარია.

 წელსვე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 20 საბავშვო ბაღს სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა ღირებულებით – 200 000 ლარი.

იგეგმება შვიდი ახალი საბავშვო ბაღის აშენება ესენია: ქალაქში #4 საბავშვო ბაღი, ჭითაწყარის, შამგონას, ჯუმის, დარჩელის და რუხის საბავშვო ბაღები.

Related posts

ფოთის მერიაში ფინანსური პოლიცია შევიდა

რედაქტორი

150-მდე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი დილით, ზუგდიდიდან თბილისისკენ გაემგზავრა

რედაქტორი

ზუგდიდში, დევნილების ჩასახლებაში „სოკარ ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა გაზის მილები შეამოწმეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი