STV
ექსკლუზივი

პირი, რომელიც მეუფე პეტრეს მიწების უკანონოდ გადაფორმებაში ეხმარებოდა – მარტვილის მერიაში ინიშნება

პირი, რომელიც მოქალაქეების განცხადებით, მეუფე პეტრეს მიწების უკანონოდ გადაფორმებაში ეხმარებოდა – მარტვილის მერიაში წამყვან პოზიციაზე ინიშნება.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მკივდრი უტა ჯიქია ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს მეუფე პეტრე ცაავას მიწის ნაკვეთის წართმევაში ადანაშაულებს და ამბობს რომ სალხინოში, დადიანების ტერიტორიაზე არსებული კუთვნილი მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრის თანამშრომლის სვიმონ (კობა) რევიას დახმარებით წართვა.

როგორც ჯიქია ამტკიცებს, 10 წლის წინ მასთან მივიდა სასულიერო პირი მამა სერაფიმე დანელია, რომელმაც უთხრა, მიწის ნაკვეთი კანონიერ მესაკუთრეს უნდა დაეთმო და მარტვილის ეპარქიისთვის გადაეცა.

“მოგეხსენებათ წინა ხელისუფლების პირობებში პეტრეს საკმაოდ დიდი გავლენები და კავშირები ჰქონდა, ჩემთან მამა სერაფიმე გამოუშვა, რომელმაც მითხრა რომ ჩემი კუთვნილი მიწის ნაკვეთი უნდა დამეთმო. რაზეც უარი ვუთხარი. შემდეგ საჯარო რეესტრში მის მიერ დანიშნული კაცი ყავდა და მისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა საბუთების გაკეთება. სვიმონ რევია დაეხმარა და მიწა გაიფორმეს. მე რა თქმა უნდა სასამართლოში ვიჩივლე და პროცესები ახლაც გრძელდება,”-აცხადებს ჯიქია.

როგორც STV-სთვის გახდა ცნობილი, მოქალაქე უტა ჯიქიას მიერ ნახსენები სვიმონ (კობა ) რევია, რომელსაც მიწების უნანონო გადაფორმებას ედავებიან უახლოეს დღეებში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში ეკონომიკის სამსახურის უფროსის პოზიციაზე ინიშნება და მას აწ უკვე ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე და მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია ლობირებს.

“ვადასტურებ რომ ვინიშნები აღნიშნულ თანამდებობაზე და ასევე იმასაც ვადასტურებ, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში ვმუშაობდი ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე თუმცა ეს არაფერს ცვლის, რადგან მე არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია. რაც შეეხება მეუფე პეტრესთა ურთიერთობას, მე მასთან მხოლოდ ისეთი ურთიერთობა მქონდა, როგორიც ყველა სხვას. რაიმე განსაკუთრებული ურთიერთობა ჩვენ არ გვქონია. მიწების გასხვისებას რაც შეეხება, მე ვმოქმედებდი მხოლოდ კანონის ფარგლებში და არცერთი თანამდებობრივი გადაცდომა ჩემი მხრიდან არ ყოფილა. მე პასუხს ვაგებ ყველა ჩემს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც შესაბამისობაში იყო კანონთან,”-განაცხადა რევიამ STV -სთან საუბრისას.

Related posts

ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მოაბრუნეს?

რედაქტორი

ვის დაასახელებს ზუგდიდის მერობის კანდიდატად “ქართული ოცნება”?

რედაქტორი

ექსკლუზივი: ზუგდიდში, შუახნის მამაკაცი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი