STV
რეგიონი

ზუგდიდში, ზურაბ ცხონდიას წიგნის „გრანელის სევდა და სხვა“ პრეზენტაცია შედგა

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში ჟურნალისტის, პუბლიცისტისა და ესეისტის ზურაბ ცხონდიას წიგნის „გრანელის სევდა და სხვა“ პრეზენტაცია შედგა.

წიგნი ესეისტური ხასიათის კრებულია. მასში შესულია ვრცელი ნარკვევი ტერენტი გრანელზე, გაცოცხლებულია ძველი ზუგდიდისა და ღირსეული ზუგდიდელების სურათები და სახეები.

ღონისძიებაზე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ზურაბ ცხონდიას შემოქმედებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს.

პრეზენტაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მოადგილე ბესიკ ჭეჟია, მერი გიორგი შენგელია, მოადგილე კონსტანტინე კაკავა, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

Related posts

ზუგდიდში სტუდენტები და მასწავლებლები უფასოდ მგზავრობენ

რედაქტორი

ზუგდიდის მერობის კანდიდატი მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით ხვდება

რედაქტორი

დეპუტატის მოთხოვნით კომბინატის კულტურის სახლში გათბობის სისტემა დამონტაჟდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი