STV
რეგიონი

სამეგრელოს გუბერნატორი და ზუგდიდის მერი EBRD-ის რეგიონალურ დირექტორს შეხვდნენ

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონალურ დირექტორს კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია შეხვდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებს შორის სამომავლო ურთიერთობები და ის სფეროები განიხილეს, სადაც თანამშრომლობა მოხდება. სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიაწოდეს ინფორმაცია, ასევე ის პროექტები მიმოიხილეს რაც EBRD-ის დაფინანსებით ხორციელდება.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს იმ სამომავლო პროექტებზე, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ჩართულობა იქნება საჭირო.

Related posts

,,ოკუპაციით წართმეული უფლება”- სამუშაო შეხვედრა სენაკში

რედაქტორი

ჭუბერში ნენსკრა ჰესის მშენებელობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

რედაქტორი

ხობის მერიის ოთხი თანამშრომელი ისრაელში არ შეუშვეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი