STV
რეგიონი

სენაკში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა ოფიციალურად გაიხსნება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკი ხასიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ და მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობის დასრულებული სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

უახლოეს დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი თანამედროვე სტანდარტების შენობა ოფიციალურად გაიხსნება.

სამედიცინო დახმარების რაიონულ სამსახურში, ყველა პირობაა შექმნილი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობისა და დასაქმებულთა სრულფასოვანი მუშაობისთვის.

ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

Related posts

ინფრასტრუქტურის მინისტრს ედიშერ თოლორაიამ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის შენობისთვის გათბობის სისტემის დამონტაჟების თხოვნით მიმართა

რედაქტორი

რუსლან აბაშიძემ ზუგდიდში მცხოვრებ დევნილთა პრობლემები მოისმინა

რედაქტორი

სენაკში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი თანამედროვე სტანდარტების შენობა გაიხსნება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი