STV
რეკლამა

სენაკის საბავშვო ბაღებში ელექტროტექნიკისა და ინვენტარის განახლების პროცესი მიმდინარეობს (R)

რამდენიმე დღეა, რაც სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის საბავშვო და ბაგა-ბაღებში ელექტროტექნიკისა და ინვენტარის განახლების პროცესი მიმდინარეობს.

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორთან ალექსანდრე ჯანჯღავასთან ერთად, ქალაქის მეორე და მეექვსე ბაგა-ბაღებსა და თეკლათის საბავშვო ბაღს მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით შეძენილი ტექნიკა გადასცა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებამ გაზქურები, ტელევიზორები და საყინულე მაცივრები ასევე გადასცა ნოსირის, ჭალადიდისა და ხორშის საბავშვო ბაღებს.

მუნიციპალიტეტის მერიამ, აღნიშნული ინვენტარის შესაძენად, ქალაქის ორი და ადმინისტრაციული ერთეულის სამი საბავშვო ბაღისთვის, 4 771 ლარი გამოყო.

მწყობრიდან გასული ფანჯრები ახლით შეიცვალა ქალაქის მეორე და მესამე ბაგა-ბაღებში, რისთვისაც 4 763 ლარი დაიხარჯა.

უახლოეს დღეებში, გაერთიანების საბავშვო და ბაგა-ბაღებში, საბავშვო სკამები, სათამაშოებისა და ტანსაცმლის კარადები და სხვა საჭირო ინვენტარი განახლდება.

Related posts

ხობში შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს (R)

რედაქტორი

სენაკის მერია უძრავი ქონების იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემისათვის აუქციონს აცხადებს

რედაქტორი

ჩხოროწყუს მერმა სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი