STV
რეკლამა

სენაკში, ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის” ფარგლებში შეხვედრა შედგა (R)

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიიის სხდომათა დარბაზში, ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის’’ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების უფლებამოსილების გაზრდის თემაზე, სამუშაო შეხვედრა გამართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მოწვეულმა ექსპერტმა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა პაატა ტურავამ.

შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,ბავშვის უფლებათა კოდექსი’’ ადგენს საკანონმდებლო საფუძვლებს, დაცვის საშუალებებსა და გარანტიებს ბავშვის უფლებების, თავისუფლებებისა და ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციისთვის. კოდექსი შემუშავდა, როგორც სახელმძღვანელო სამართლებრივი აქტი ყველა სახელმწიფო ორგანოსა და ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის.

კომპეტენციის ფარგლებში, ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნით, მუნიციპალიტეტში განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, გაიმართა კონსულტაციები და დაიგეგმა სამომავლო პერსპექტივები.

Related posts

სალომე ზურაბიშვილი – როგორც პრეზიდენტი, მე ვიქნები მედიათავისუფლების გარანტორი

რედაქტორი

მალე საბავშვო ბაღ ,,ოცნება“-ში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება

რედაქტორი

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი