STV
რეგიონი

ხობის მუნიციპალიტეტში მარულა გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა მარულაში. შეჯიბრებაში 14 ცხენოსანი მონაწილეობდა.

პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ცხენოსნებს თასები, სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

I ადგილი – მიხეილ ბარნაძე (ქვემო ქვალონი)

II ადგილი – პაატა ლატარია (თორსა-დღვაბა)

III ადგილი – ნიკა ბუკია (თორსა-დღვაბა)

ღონისძიება, რომელიც მარულას ტრადიციის აღდგენას და პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად, მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით განხორციელდა.

სპორტულ შეჯიბრებას პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.

Related posts

ზუგდიდში კონტრაბანდული სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

რედაქტორი

გახდება თუ არა ბონდის ხიდი ხობის მერიის თანამდებობის პირთა ბედისწერა?!

რედაქტორი

26 ივნისს ზუგდიდში ველორბოლა გაიმართება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი