STV
რეკლამა

ჩხოროწყუში, ,,ღია შეხვედრაზე“ დასახელებული ხიდის პრობლემა გვარდება (R)

სოფელ ნაფიჩხოვოში, ხანწკის უბანში, მდინარე ,,შებეზე“ ახალი სახიდე გადასასვლელი ეწყობა. ხიდის სიგრძე 13, 50 სიგანე 3,5 მეტრი იქნება. აღნიშნული ხიდით რამდენიმე ოჯახი სოფლის ცენტრს დაუკავშირდება.

ხიდის არქონა ადგილობრივებს გარკვეულ პრობლემებს უქმნიდა. აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდული იყო ტრანსპორტით გადაადგილება. ხიდის მოწყობა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. აღნიშნული ხიდის მოწყობის საჭიროების სახითხი „ღია შეხვედრების“ ფარგლებში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე დაისვა.

ადგილობრივებმა ერთ-ერთ პრიორიტეტად აღნიშნულ უბანში ხიდის მოწყობა დაასახელეს და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს საკითხის მოგვარება სთხოვეს. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ სოფლის ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა.

Related posts

სენაკში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პირველი ეტაპი იწყება

რედაქტორი

სენაკის მერიაში საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ლიდერებთან შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა’’ უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი