STV
რეგიონი

სალხინოში გაჩენილი ხანძრის 70 % ამ დროისვის ლოკალიზებულია

მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ სალხინოში გაჩენილი ტყის ხანძრის ქრობის პროცესში დილის 6 საათიდან, 7 მეხანძრე-მაშველი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ჩაერთო. ამ დროისთვის ხანძრის 70%-ზე მეტი ლოკალიზებულია.

“გამთენიის 5 საათზე შემოვიდა ზარი, რომ წაჩხურუს ტერიტორიის მიმდებარე ტყეს უკიდია ცეცხლი. ადგილზე 7 კაციანი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გავიდა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად,ამ წუთებში ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. ხანძარია ასევე ქვიბიისა და კურზუს უბანშიც”, – განაცხადა მარტვილის მერიის რწმუნებულმა, სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, გია ჯიჯელავამ.

მისივე ინფორმაციით, მარტვილში ხანძარი 3 ლოკაციაზე ერთდროულად გაჩნდა. სავარაუდო მიზეზებზე სალხინოს რწმუნებულის საუბარი უჭირს, თუმცა საფუძვლიან ეჭვს გამოთქვამს, რომ საქმე მხოლოდ დაუდევრობაში არ არის.

“იმის გამო რომ მესტიაში ხანძარია, ჩვენი ბრიგადები იქაც იყვნენ გადასროლილი, ამიტომ ბრიგადის გამოძახება სენაკიდან დაგვჭირდა. ხანძრის თითქმის 70%-ზე მეტი ლოკალიზებულია. ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურადაა ჩართულ ცეცხლის ქრობის სამუშაოებში”, – განუცხადა ჟურნალისტებს რწმუნებულმა.

ტყის ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები ადგილზე ძლიერი დაკვამლიანების და რთული რელიეფის მიუხედავად, აქტიურად ცდილობენ.

Related posts

სოფელ ნაგებერაოში ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა

რედაქტორი

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის “კარდაკარი” წალენჯიხაში

რედაქტორი

გიორგი შენგელიამ ნარაზენი -შამადელას გზაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი