STV
რეგიონი

იონა მეუნარგიას დაბადებიდან 167-ე წლისთავი აღინიშნა

დღეს, საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტისა და კრიტიკოსის იონა მეუნარგიას დაბადებიდან 167-ე წლისთავი აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იონა მეუნარგიას ძეგლი ყვავილებით შეამკეს.

იონა მეუნარგია 1852 წლის 26 ნოემბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში, დეკანოზ მიხეილ მეუნარგიასა და სუსანა გაწერელიას ოჯახში დაიბადა.

დღესვე, იონა მეუნარგიას მშობლიურ სოფელ ცაიშში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართა.

Related posts

გიორგი შენგელია – ჩემი მიზანია, რომ ზუგდიდს ღირსეულად ვემსახურო უკეთესი მომავლისთვის

რედაქტორი

რეგიონში წითელას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 16 ადამიანმა გაიკეთა

რედაქტორი

ქორეოგრაფიულ ამსამბლ “თუთარჩელას” 500 ბავშვი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი