STV
რეგიონი

სოფელ ცაიშში იონაობის სახალხო დღესასწაული გაიმართა

26 ნოემბერს საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტისა და კრიტიკოსის იონა მეუნარგიას დაბადებიდან 167-ე წლისთავი აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით სოფელ ცაიშში, იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და საზოგადო მოღვაწის საფლავი გვირგვინით შეამკეს.

იონა მეუნარგიას დაბადების 167-ე წლისთავთან და სოფელ ცაიშის საჯარო სკოლის დაარსებიდან 140 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მოადგილე ბესიკ ჭეჟია, მერი გიორგი შენგელია, მოადგილე კონსტანტინე კაკავა, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარის მერაბ ქვარაიას ბიუროსა და ადგილობრივი მკვიდრის ხათუნა წიწავას მხარდაჭერით გაიმართა.

Related posts

ლახამულასა და ნაკრას თემის მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა

რედაქტორი

ბათლომე შელია – გუბერნატორის ბეგრაუნდი დამაიმედებელი პროგნოზების გაკეთების საშუალებას ვერ იძლევა

რედაქტორი

სანდრა რულოვსი კათოლიკურ აღდგომას მშობლებთან ერთად ჰოლანდიაში შეხვდა [ვიდეო]

რედაქტორი

დატოვე კომენტარი