STV
რეგიონი

ზუგდიდში, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. საჯარო განხილვას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საკრებულოს ფრაქციები, ზუგდიდის გენდერული საბჭოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ აღნიშნა, მსგავსი ტიპის შეხვედრები და განხილვები მნიშვნელოვანია, ვინაიდან მაქსიმალურად მოხდეს რეკომენდაციების შეჯერება და დოკუმენტის საბოლო სახით ჩამოყალიბება.

გიორგი შენგელიას თქმით, 2020 წელს პრიორიტეტად კვლავ ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა, განათლება, სპორტი, სოციალური და ჯანდაცვის სფეროს განვითარება განისაზღვრა. შენარჩუნდება ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი რასაც მერია წლებია ახორციელებს. ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო ბიუჯეტი, რომელიც 2020 წელს პირველად ინერგება.

2020 წლის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 43 მილიონი ლარითაა განსაზღვრული, რაც 6 მილიონ ნახევრით მეტია მიმდინარე წლის ბიუჯეტის მოცულობასთან შედარებით.

შეხვედრა კითხა-პასუხი რეჟიმში მიმდინარეობდა. 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.

Related posts

სასტუმრო „ტეხასის“ მფლობელი სამეგრელოში ახალ სასტუმროს ხსნის

რედაქტორი

გზების რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულებში

რედაქტორი

ფოთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი