STV
რეკლამა

სენაკში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა (R)

სენაკის სამხატვრო გალერეის საკონფერენციო დარბაზში,  მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის   მქონე პირთა საკითხებზე   მომუშავე  საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომას, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი თავმჯდომარეობდა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს  წევრები, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, მერიის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონული განყოფილების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და შშმ პირთა მშობლები ესწრებოდნენ.

სხდომაზე, ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარის რუსლან საჯაიას მიერ,  წარმოდგენილ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი – პროექტის ,,ჩართულობითი სოციალური პოლიტიკის შემუშავება და სექტორთაშორისი თანამშრომლობა სოციალური სერვისების მიწოდების პროცესში“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირთა კვლევის შედეგების პრეზენტაცია.

საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს,  კვლების შედეგად მოპოვებული მასალა  გააცნო არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯის“ თავმჯდომარემ იაგო ფასანძემ.

სხდომაზე წარმოდგენილი პრეზენტაციების საფუძველზე, არასამთავრობო ორგანიზაციის – საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ზუგდიდის რეგიონალურმა კოორდინატორმა არჩილ თოდუამ, შშმ საბჭოს მუშაობისა და ზოგადად, შშმ პირთა საკითხებზე რეკომენდაციები წარმოადგინა.

აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტებში ჩატარებულია საჭიროებათა კვლევა, გამოვლენილია პრიორიტეტები, რის საფუძველზეც შეიქმნება მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა.

 წარმოდგენილ კვლევაზე დაფუძნებული პრობლემების ამსახველი დოკუმენტი და ადგილობრივი თვითმმართველობისთვის შემუშავებული შესაბამისი რეკომენდაციები ხელს შეუწყობს გააუმჯობესოს საჭიროებებზე მორგებული გრძელვადიანი მომსახურების მიწოდება და ორიენტირებული სოციალური პროგრამების შემუშავება.

Related posts

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილის პირველ ტურში გამარჯვების ალბათობა ძალიან მაღალია

რედაქტორი

ნოქალაქევის საზაფხულო სკოლის პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

სენაკში ადგილობრივ მეფუტკრეებთან შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი