STV
რეკლამა

,,ფერმერთა მონაწილეობის ხელშეწყობა პოლიტიკურ პროცესებში“ -შეხვედრა სენაკის მერიაში (R)

ჟიული შარტავას სახელობის მერიის სხდომათა დარბაზში, საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი ირინე ფხოველიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს/APMA სენაკის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირი ახორცილებს პროექტს ,,ფერმერთა მონაწილეობის ხელშეწყობა პოლიტიკურ პროცესებში“.

აღნიშნული პროექტი, რომლის მხარდამჭერია, ,,ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის“ (NED), საქართველოს ოთხ რეგიონს – იმერეთს, გურიას, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთს მოიცავს.

შეხვედრის მიზანია ფერმერთა პროფკავშირის საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების გაცნობა, სამომავლო პერსპექტივები, ფერმერთა პრობლემებისა და მათი საჭიროებების იდენტიფიცირება.

Related posts

სენაკში სისხლის დონორთა აქცია გაიმართა

რედაქტორი

ჯვარის სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ახალი სახანძრო მანქანა „ივეკო ასტრა“მიიღო

რედაქტორი

სენაკში ,,ლაზარე 2015″-ის პრეზენტაცია გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი