STV
კატეგორიის გარეშე

სენაკში, ადგილობრივებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა (R)

ა(ა)იპ ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში”, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ინიციატივითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მოსახლეობას უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები უტარდება.

 სამედიცინო აქციაში თანამედროვე სტანდარტების აპარატურით აღჭურვილი, სხვადასხვა პროფილის ექიმები მონაწილეობენ.

ქ. ქუთაისის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელის ელისო წაქაძის, კარდიოლოგ თინათინ მოგელაძის, ანგიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელის, ანგიოლოგ დავით კოვზირიძის, ოფთალმოლოგ ნათია დავითულიანისა და ექოსკოპისტ/რადიოლოგ ოთარ კიკვაძის კონსულტაციების შემდეგ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, ლაბორატორიული და ულტრასონოსკოპიური გამოკვლევები უტარდებათ.

სამედიცინო აქციის მიმდინარეობას ეცნობიან მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ინგა ქარდავა, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი ნონა ოკუჯავა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ანა ჭიჭაღუა.

აქციის ფარგლებში, დღეს, 15 საათზე, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, დაგეგმილია შეხვედრა ოჯახის ექიმებთან, სადაც პრეზენტაციას თემაზე ,,თანამედროვე კარდიოქირურგიის მიღწევები და გამოწვევები დასავლეთ საქართველოში” – წარადგენს დასავლეთ საქართველოს გულის ცენტრის ხელმძღვანელი, კარდიოქირურგი, მედიცინის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი ნიკოლოზ ვაშაყმაძე.

უფასო სამედიცინო აქცია დღის ბოლომდე გაგრძელდება.

აქციის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია, შაბათს, 30 ნოემბერს, სამედიცინო კლინიკა ,,მკურნალში“, ქ. ქუთაისის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პროფილის ექიმების – ნევროპათოლოგი, ანგიოლოგი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი – ვიზიტი, რომლებიც მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებენ.

Related posts

რეგიონულ ბიზნეს ფორუმს ალექსანდრე მოწერელია დაესწრო

რედაქტორი

Tech News – BNZ flips switch on Apple Pay in New Zealand

dima

Travel News – How this family of 3 can afford to travel the world year-round

dima

დატოვე კომენტარი