STV
შემთხვევა

სოფელ ჭითაწყარში ავტომანქანა აფეთქდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში. ზუგდიდიდან სენაკისკენ მიმავალი ფორდის მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ერთ-ერთ ეზოში შევარდა. ავარიის შედეგად ავტომანქანა აფეთქდა და მასში მყოფი ავტომანქანის მძღოლი დაიწვა.

ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ჯერჯერობით უცნობია ავტოავარიის გამომწვევი მიზეზები. მიმდინარეობს გამოძიება.

Related posts

ავტოავარია ზუგდიდის ცენტრში, არიან დაშავებულები

რედაქტორი

ავტოსაგზაო შემთხვევას ხობში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რედაქტორი

სოფელ რუხში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი