STV
რეგიონი

2020 წელს ხელფასები გაეზრდებათ ზუგდიდის მუზეუმისა და თეატრის თანამშრომლებს

საქართველოს პარლამენტში ფინანსთა მინისტრს მოუსმინეს, სადაც სხვადასხვა საკითხებთან ერთად ზუგდიდის მუზეუმის თანამშრომლების ხელფასის მომატების საკითხიც განიხილეს. ამასთან დაკავშირებით მინისტრს კითხვა ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ დაუსვა.

მერაბ ქვარაიას კითხვაზე , საბოლოოდ გადაწყდა და მოიძებნა თუ არა სახსრები ზუგდიდის მუზეუმის თანამშრომლების ხელფასების გასაზრდელად, მინისტრის საათზე ფინანსთა მინისტრმა დაუდასტურა, რომ ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და 2020 წელს ხელფასები გაეზრდებათ არა მარტო მუზეუმის, არამედ თეატრის თანამშრომლებსაც.

ფინანსთა მინისტრი მერაბ ქვარაიას: მუზეუმისა და თეატრის თანამშრომლებს ხელფასებს გავუზრდით

🇬🇪 მერაბ ქვარაია და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი:👉 🏛️ ზუგდიდის მუზეუმისა და თეატრის თანამშრომელთა ხელფასები გაიზრდება↗️ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა🎥👇🎥👇🎥👇

Gepostet von მერაბ ქვარაია • ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი am Donnerstag, 28. November 2019

ლარის სტაბილური კურსი, ინფლაციის ოპტიმალური მაჩვენებელი, სწორი და კარგად გააზრებული ფინანსური თუ ეკონომიკური პოლიტიკა, ეს არის გამოწვევები, რაც რეალურად არის ჩვენი ქვეყნის წინაშე და რასთანაც მართლა კავშირშია ჩვენი მოსახლეობის ყოველდღიური ყოფითი მდგომარეობის გაუმჯობესება. მოსახლეობა ელის ჩვენგან სწრაფ წინსვლას, ელის პენსიების მატებას, ხელფასების მატებას, რაც არა მხოლოდ თქვენი სამინისტროს, ზოგადად ეკონომიკური და ფინანსური ბლოკის, ხელისუფლების გამოწვევა და მნიშვნელოვანი ამოცანაა, რისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ მოტივირებულები და მონდომებულები“- განაცხადა მერაბ ქვარაიამ პლენარულ სხდომაზე, სადაც ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს უსმენდნენ.

„მიუხედავად იმისა რომ მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, დინამიკა დაგეგმილთან შედარებით უკეთესია, როგორ ფიქრობთ რამდენად მიღწევადია მომავალ წელს 5% იანი ეკონომიკური ზრდა? რა გარანტიები არსებობს ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად?“- მიმართა ივანე მაჭავარიანს დეპუტატმა.

Related posts

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პატრიარქს დაუპირისპირდა

რედაქტორი

“არა ნაცებს” და “არა ძალადობას”-ზუგდიდში აქცია გაიმართა

რედაქტორი

რესტორანმა “ბერმუხამ” ზუგდიდში შშმ პირებს უმასპინძლა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი