STV
რეგიონი

სახელმწიფო რწმუნებული ზუგდიდში მიმდინარე პროექტებს გაეცნო

ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერის პირველ მოადგილესთან ერთად გაეცნო. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მის რეაბილიტაციაზე 900 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. პროექტის მიხედვით მოეწყო, როგორც შიდა ინტერიერი ასევე ფასადი, რომელიც თანამედროვე კომპოზიციური დეტალებით გაფორმდა. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და მისი რეაბილიტაცია ორ ეტაპად განხორციელდა.

სახელმწიფო რწმუნებული დღესვე ზუგდიდის მეორე საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. ახალ ბაღში იფუნქციონირებს 5 ჯგუფი, რომელიც 125 აღსაზრდელს მიიღებს. ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 1 167 999 ლარი იხარჯება. არსებული ბაღი ავარიული იყო, რის გამოც ბავშვებს კერძო სახლში, ნაქირავებ ფართში უწევთ სკოლამდელი განათლების მიღება. ახალი ბაღის მშენებლობით კი ეს პრობლემა მოგვარდება.

სახელმწიფო რწმუნებული ზუგდიდში მიმდინარე პროექტებს გაეცნო

ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერის პირველ მოადგილესთან ერთად გაეცნო. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მის რეაბილიტაციაზე 900 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. პროექტის მიხედვით მოეწყო, როგორც შიდა ინტერიერი ასევე ფასადი, რომელიც თანამედროვე კომპოზიციური დეტალებით გაფორმდა. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და მისი რეაბილიტაცია ორ ეტაპად განხორციელდა.სახელმწიფო რწმუნებული დღესვე ზუგდიდის მეორე საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. ახალ ბაღში იფუნქციონირებს 5 ჯგუფი, რომელიც 125 აღსაზრდელს მიიღებს. ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 1 167 999 ლარი იხარჯება. არსებული ბაღი ავარიული იყო, რის გამოც ბავშვებს კერძო სახლში, ნაქირავებ ფართში უწევთ სკოლამდელი განათლების მიღება. ახალი ბაღის მშენებლობით კი ეს პრობლემა მოგვარდება.დღესვე სახელმწიფო რწმუნებული, ზუგდიდში, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობის პროცესს გაეცნო, რომელიც გათვლილია სასწრაფოს შვიდ ბრიგადაზე. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება და მისი ღირებულება 505 477 ლარია.ალექსანდრე მოწერელია და გიგა ფარულავა დღესვე თაბუკაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდნენ, სადაც გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გზასთან ერთად მოეწყობა ბორდიურები, სანიაღვრე არხები და ტროტუარები. მშენებარე ტაძრის მიმდებარედ გათვალისწინებულია ავტოსადგომის მოწყობისა და გამწვანების სამუშაოებიც. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია.

Gepostet von STV.GE სამეგრელო am Freitag, 29. November 2019

დღესვე სახელმწიფო რწმუნებული, ზუგდიდში, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობის პროცესს გაეცნო, რომელიც გათვლილია სასწრაფოს შვიდ ბრიგადაზე. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება და მისი ღირებულება 505 477 ლარია.

ალექსანდრე მოწერელია და გიგა ფარულავა დღესვე თაბუკაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდნენ, სადაც გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გზასთან ერთად მოეწყობა ბორდიურები, სანიაღვრე არხები და ტროტუარები. მშენებარე ტაძრის მიმდებარედ გათვალისწინებულია ავტოსადგომის მოწყობისა და გამწვანების სამუშაოებიც. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია.

Related posts

ფოთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

რედაქტორი

109 წლის ზუგდიდელ ქალბატონს ხელისუფლების წარმომადგენლებმა 8 მარტი მიულოცეს

რედაქტორი

ირაკლი ჯიქია ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი