STV
ახალი ამბები

ნიკა გვარამიამ ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

” ჩემს გადაცემაში, ჩემი ოჯახის და ჩემი სახელით, გავაკეთებ განცხადებას, ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ერთად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე” – ამ განცხადებას ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ამბობს, რომ უფრო კონკრეტულად ამ საკითხის ირგვლივ საკუთარ გადაცემაში საღამოს ისაუბრებს.

“მეგობრებო,

დღეს, ძალიან საინტერესო პოსტ ფაქტუმის შემდეგ, უყურეთ “მთავარ აქცენტებს”.

ჩემს გადაცემაში, ჩემი ოჯახის და ჩემი სახელით, გავაკეთებ განცხადებას, ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ერთად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. სწორედ ერთად მიღებულ, და არა ჩემს მიერ ერთპიროვნულად, როგორც აქამდე ხდებოდა და რაც უსამართლოც იყო და ა პრიორი არასწორიც. უყურეთ, თუ თქვენთვის საინტერესოა ჩვენი უახლოესი გეგმები და სამომავლო ნაბიჯები.

წინასწარ გიხდით მადლობას ინტერესისა და გულშემატკივრობისთვის ❤️

შევხვდებით საღამოს, პოსტ ფაქტუმის შემდეგ” – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

Related posts

ხაზარაძე: ანაკლიის პორტი ქართველი ხალხისაა და აშენების შემდეგ, სახელმწიფოსთან არსებული ხელშეკრულების თანახმად, მას უბრუნდება

რედაქტორი

სოფელ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალური მუზეუმი მოეწყობა

რედაქტორი

“ამის მოთხოვნაც შეუძლებელია…” – რას მიიჩნევს ზუგდიდის მერი შეუძლებლად

რედაქტორი

დატოვე კომენტარი