STV
რეგიონი

“ზუგდიდი დემიშიზაციას უერთდება”- ამ წუთებში “ქართული ოცნების” მხარდამჭერები აქციას მართავენ

“ზუგდიდი დემიშიზაციას უერთდება”- ამ წუთებში  “ქართული ოცნების” მხარდამჭერები “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის  ოფისთან საპროტესტო აქციას მართავენ. მათი ძირითადი მოთხოვნაა, აიკრძალოს “ნაციონალური მოძრაობა” საქართველოში, როგორც დესტრუქციული ძალა და დაისაჯონ დამნაშავეები.

“აქ შეიკრიბნენ ზუგდიდელები. ვმართავთ მშვიდობიან აქციას, ჩვენ არ დავუშვებთ სისხლიანი რეჟიმის დაბრუნებას, “ნაციონალური მოძრაობა” საბოლოოდ უნდა დასრულდეს,”- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ცოცხები, კასრები და კვერცხები – ზუგდიდი "დემიშიზაციას" შეუერთდა

"აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა საქართველოში", "ზუგდიდი შეუერთდება დემიშიზაციას", "კასრების დრო ვერ დაბრუნდება" "არა მიშას" ამ ლოზუნგებით "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის ოფისის წინ საპროტესტო აქცია გამართეს და ოპოზიციური პარტიის წევრებს 9 წლიანი მმართველობა შეახსენეს. ენმ-ის ზუგდიდის ოფისთან აქციის მონაწილეებმა ცოცხები მიიტანეს და შესასვლელთან დაალაგეს. აქციაზე ასევე გამოჩნდა ყავარჯნები და კვერცხები. ყავარჯნის სროლისას ერთ-ერთი პოლიციელი დაშავდა.ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები.

Gepostet von STV.GE სამეგრელო am Dienstag, 3. Dezember 2019

Related posts

ზუგდიდში სტიქიით შედეგად დაზიანებული დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

რედაქტორი

მარტვილში, სოფელ თამაკონის გზის რეაბილიტაცია დაიწყო

რედაქტორი

სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციის საკითხებზე ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი