STV
რეკლამა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღე სენაკში (R)

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო  დღე  სენაკის მუნიციპალიტეტში, დღეს, შემეცნებითი და კულტურული აქტივობებით აღინიშნა.

მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სახვითი ხელოვნების გალერეაში გაიმართა ტრენინგ-სემინარი – ,,გამოწვევები, რომლებიც არსებობს შშმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის კუთხით“.

სოციალურმა ფსიქოლოგმა ანა ფუტკარაძემ  დეტალურად ისაუბრა შშმ ბავშვების მიმართ საზოგადოებაში არსებულ სტიგმებსა და მათ გამომწვევ მიზეზებზე.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაცია საზოგადოებასთან, მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, არსებული სტერეოტიპული წარმოდგენების აღმოფხვრა,  განათლებისა და სოციალური დაცვის ხელმისაწვდომობა, ადგილობრივი თვითმმართველობის როლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციის საკითხებში – ეს იმ მნიშვნელოვანი თემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ტრენინგ-სემინარზე გამოიკვეთა.

აქტივობის ფარგლებში, ახალგაზრდული თეატრის ნორჩმა მსახიობებმა მოქალაქეებს საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო  დღე, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში გამართულმა კონცერტმა დაასრულა.

ყველაზე თბილ და საყვარელ მეგობრებს საჩუქრად ტკბილეული გადაეცათ.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს 1992 წლის 3 დეკემბრიდან იღებს.

Related posts

“სალომე ზურაბიშვილი  ჩვენი ემიგრაციის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელია”

რედაქტორი

პრინციპული არჩევანი – ზუგდიდი ირჩევს სალომეს (ნაწილი VI)

რედაქტორი

თეკლათში, ,,ღია შეხვედრების” დროს წამოჭრილი პრობლემა მოგვარებულია (R)

რედაქტორი

დატოვე კომენტარი