STV
რეგიონი

ზუგდიდის სოფლის მეურნეობის თანამედროვე კვლევითი ცენტრი ექნება

იაპონიის საელჩოში სამი პროექტის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. აქედან ერთ-ერთი პროექტი ზუგდიდში ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, მოხდება ზუგდიდში თანამედროვე კვლევითი ცენტრის დაფინანსება, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივი ფერმერები შეძლებენ ლაბორატორიული კვლევების განხორციელებას, რითაც გაიზრდება მათი კონკურენტუნარიანობა და კვების უსაფრთხოების ხარისხის და მართვის სტანდარტი.

პროექტში “აგრო სახლმა” გაიმარჯვა. ზუგდიდთან ერთად თუშეთიდან და ამბროლაურიდან წარდგენილმა პროექტებმა მოიპოვეს გამარჯვება. პროექტები დაფინანსებულია იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს გარემოს დაცვას, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობების ზრდას საქართველოში და მდგრად განვითარებას.

ხელმოწერის ცერემონიას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა, იაპონიის ელჩი საქართველოში – ტადაჰარუ უეჰარა და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, იაპონიამ ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში დააფინანსა 176 საგრანტო პროექტი, რამაც 17 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

Related posts

“ქართული ოცნების” ზუგდიდის ოფისთან პარტიის ლიდერებს ელოდებიან

რედაქტორი

მამა ანდრია სარია – ჩვენ არ ვეგუებით უსამართლობას

რედაქტორი

ხაიშელებს იანვრამდე ლიცენზირებული ხე-ტყის გატანის უფლება მიეცათ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი