STV
რეკლამა

სენაკის მერიის წარმომადგენლები განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა დღის ცენტრს ესტუმრნენ (R)

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების განყოფილების უფროსთან კოტე ბასარიასთან ერთად,  განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა დღის ცენტრ ,,ლაზარეს“ ესტუმრა.

მუნიციპალიტეტის მერიამ ცენტრს საოჯახო ტექნიკა – გაზქურა, გამწოვი, გაზის გამათბობელი, ტელევიზორი შეუძინა და ბინის ქირავნობის ხარჯები აუნაზღაურა.

მერიამ, აღნიშნული ტექნიკის შესაძენად,  2 000 ლარი გამოყო.

ფართით სარგებლობისთვის გაწეულმა ხარჯმა კი 4 000 ლარი შეადგინა.

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა დღის ცენტრში ,,ლაზარე“, რომლის  მიზანია თავისი საქმიანობით საზოგადოებას დაანახოს, რომ შეზღუდული უნარები არ არსებობს და მათი აღსაზრდელები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან,

ბენეფიციარებს მიეწოდებათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მომსახურება მათი შესაძლებლობების, ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით შემუშავებული გეგმის მიხედვით.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, დაარსებიდან დღემდე, აქტიურად თანამშრომლობს ცენტრთან და მხარდაჭერას უცხადებს მას ამ უნიშვნელოვანესი მისიის განხორციელებაში.

Related posts

სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

რედაქტორი

40 წელი – ღვთისა და ერის მსახურებაში

რედაქტორი

სახალხო დღესასწაულისთვის, ,,ეგრისობა 2019”-თვის მზადება დაწყებულია

რედაქტორი

დატოვე კომენტარი