წალენჯიხაში, პოლიციის თანამშომელმა ბესიკ ფიფიამ გარემოს დაცვის თანამშრომლებსა და პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტი წუხელ, გვიან ღამით მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
დაზიანებულია უწყების მანქანები.ინციდენტში მონაწილე პირი ბესიკ ფიფია უკვე დაკავებულია.
Stv- ის ინფორმაციით, საქმეს საქართველოს პროკურატურა იძიებს, სსკ-ის 19-108 მუხლით,რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.