STV
რეგიონი

სასულიერო პირთან ერთად დაკავებულ რომან მალანიას აღკვეთ ღონისძიებად 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სასულიერო პირთან ერთად დაკავებულ რომან მალანიას აღკვეთ ღონისძიებად 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. როგორც დაკავებულის უფლებადამცველმა ჯიტა გულუამ განაცხადა, საქმის მასალების მიხედვით, ჩანთა სადაც ნარკოტიკული საშუალება იყო მალანიას არ ეკუთვნოდა.

ცნობისთვის, ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა წუხელ, გვიან ღამით ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გიგა ქავთარაძე დაკავეს. გამოძიება მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ქონას ედავება.

შსს ინფორმაციით აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დაკავებულის უფლებადამცველის ინფორმაციით, ბერი დანაშაულს აღიარებს.

Related posts

ქართული ჩაის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე ზუგდიდში იმსჯელეს

რედაქტორი

ზუგდიდში ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

რედაქტორი

პრემიერი რეგიონების გუბერნატორებს შეხვდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი