STV
რეგიონი

ემა გოგოხია, გიგა ქავთარაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს პოლიციაში უჩივის

“მთავარი არხის” სამეგრელოს ბიუროს კორესპონდენტი ემა გოგოხია ბერის, გიგა ქავთარაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ზუგდიდის პოლიციაში უჩივის. ჟურნალისტის განცხადებით, დღეს მას სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს გიგა ქავთარაძის ახლობლებმა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან. ემა გოგოხიას განმარტებით, მას მუშაობაში ხელს უშლიდნენ.

ემა გოგოხია ზუგდიდის პოლიციის შენობაში ამ წუთებშიც დაკითხვაზე იმყოფება. ჟურნალისტი ამბობს, რომ მან საკუთარი განცხადების საფუძველზე ჩვენება მისცა სამართალდამცავებს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებმაც მას სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს.

ემა გოგოხია საქმის გამოძიებას და სამართლებრივ მსვლელობას ითხოვს. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 151-ე მუქარისა და 154-ე ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.

Related posts

“მადლობა თავისუფლებისთვის” – მდუმარე აქცია ზუგდიდში [ვიდეო]

რედაქტორი

უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია სენაკში

რედაქტორი

რეგიონში მუნიციპალური სანერგე მეურნეობების მოწყობა იგეგმება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი