STV
რეკლამა

სენაკში, ბელიაშვილის ქუჩაზე ასფალტობეტონის საფარი დაიგო (R)

ქალაქ სენაკში, ბელიაშვილის ქუჩაზე, საავტომობილო გზის მოწყობის პირველი ეტაპი დასრულებულია.აღნიშნულ ქუჩაზე, 657 მეტრზე, პირველად დაიგო ასფალტობეტონის საფარი და განხორციელდა რკინაბეტონის მონილითური სანიაღვრე არხების მოწყობის პროცესი.

სამუშაოებს, რომლის ღირებულებამ 177 506,26 ლარი შეადგინა, სს ,,არქეოპოლისი’’ აწარმოებს.

ამავე ქუჩაზე, 850 მეტრზე, ასევე პირველად მიმდინარეობს გარეგანათების მოწყობის სამუშაოები. 26 ელექტრობოძზე მონტაჟდება გარეგანათების სისტემები. სამუშაოებს საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი აწარმოებს.

სამუშაოების დასრულების შედეგად გადაწყდება მოსახლეობის წინაშე ათწლეულების მანძილზე მდგარი კომფორტული გადაადგილების, სტიქიისგან თავდაცვისა და გარეგანათების პრობლემები.

Related posts

40 წელი – ღვთისა და ერის მსახურებაში

რედაქტორი

სენაკში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

რედაქტორი

ბიზნესმენმა გოდერძი ბუკიამ ხობში სამას ოჯახს სააღდგომო ნობათი გაუგზავნა (R)

რედაქტორი

დატოვე კომენტარი