STV
რეკლამა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში ხიდი შენდება

ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ხობზე საცალფეხო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ სტიქიის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხით ხორციელდება და მისი ღირებულება 337000 ლარია.

ხიდის მშენებლობა დეკემბრის ბოლომდე დასრულდება და სოფლის მოსახლეობას კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.

ხიდის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა გაეცნო.

Related posts

სენაკში აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზების მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები

რედაქტორი

სალომე ზურაბიშვილი – როგორც ჩანს, საპრეზიდენტო არჩევნებში უკვე გავიმარჯვე

რედაქტორი

სოციალური პროგრამის ფარგლებში სენაკის მერიაში კომისიის სხდომა გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი