STV
შემთხვევა

საფრანგეთის ციხეში მყოფი ზუგდიდის მკვიდრი წუხელ გარდაცვლილი იპოვეს

საფრანგეთის ქალაქ ტულუზას ერთერთი გარეუბანის ფოქსის ციხეში მყოფი ზუგდიდის მკვიდრი 30 წლის ნიკა ქირია წუხელ გარდაცვლილი იპოვეს. როგორც გარდაცვლილის დედამ ფატიმა ლაგვილავამ განაცხადა, ოჯახს წუხელ ღამის სამ საათზე დაუკავშირდნენ და მომხდარის შესახებ უამბეს.

,, საფრანგეთში სამუშაოდ წავიდა რომ ოჯახი ერჩინა. ხუთი თვე რაც ციხეშია, მალე გამოდიოდა ციხიდან.წუხელ დაგვირეკეს და გვითხრეს რომ თავი ჩამოუხრჩვია. სხვა დამატებითი დეტალები ჩვენთვის უცნობია. ვითხოვთ დახმარებას, რათა ცხედრის ჩამოსვენებაში ხელოსუფლება დაგვეხმაროს და მიცვალებულის დატირების საშუალება გვქონდეს,”- განაცხადა გარდაცვლილის დედამ.

Related posts

ფოთში, მდინარე რიონის ხიდთთან 20 მაშველია მობილიზებული

რედაქტორი

ფოთში, 9 წლის მოზარდს კორპუსის ეზოში დენმა დაარტყა

რედაქტორი

„კურიერის“ ჟურნალისტს ეკა გაგუას და ოპერატორს ლევან კალანდიას სცემეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი