STV
რეგიონი

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ირაკლი კაკულიას 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას, მუნიციპალიტეტის ერთ თანამშრომელსა და კომპანია კუნძულის დირექტორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების უკანონოდ დაუფლების საქმეზე ბრალი წარედგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი კაკულიამ ფოთის მერის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სამსახურის ყოფილ უფროსთან ერთად ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და კომპანია კუნძულის დირექტორს უპირატესობა მიანიჭა, რის გამოც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები დაირღვა.

გამოძიების განმარტებით, ფოთის თეატრის მშენებლობის სამუშაოების შესრულების დროს საჯარო მოხელეებმა ყალბად დამზადებული მიღება-ჩაბარების აქტებით, თითქოსდა სამუშაოებმა 9 102 139,71 ლარი შეადგინეს, სამუშაოები ჩათვალეს შესრულებულად და ჩაიბარეს, მაშინ როდესაც რეალურად შესრულებული იყო 359 222,81 ლარით ნაკლები სამუშაო.

საჯარო მოხელეებს ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), 25.180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), 25.182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით (მითვისება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (დიდი ოდენობის თანხის მითვისება), 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ჯგუფურად ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება).

რაც შეეხება კუნძულის დირექტორს, მას ბრალი წარედგინა 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით (მითვისება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (დიდი ოდენობის თანხის მითვისება), 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით წარედგინათ (ჯგუფურად ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება).

ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Related posts

დეპუტატი სასტუმროს მშენებლობაზე: ამ ლოგიკით მთელი სამეგრელო დადინების საკუთრება იყო და ხელი არაფერს ვახლოთ

რედაქტორი

კონსტანტინე კაკავამ ზუგდიდის სკოლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

რედაქტორი

წალენჯიხელ პოლიციელს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი