STV
რეგიონი

ზუგდიდის სპორტის მუზეუმი 5 წლისაა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის სპორტის მუზეუმი 5 წლისაა. იუბილესთან დაკავშირებით სპორტის მუზეუმში 5 წლის მანძილზე თავმოყრილი ისტორიული მნიშვნელობის ექსპონატების გამოფენა გაიმართა.

გამოფენას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, განათლების ,ძეგლთა დაცვის, კულტურის,სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სასახურის უფროსი კობა ჯიქია ადგილობრივი ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გიორგი შენგელიამ აღნიშნა რომ მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი მუზეუმების არსებობა რათა ჩვენს მომავალ თაობას დარჩეს ისტორია, მერმა ასევე მადლობა გადაუხადა ყველას ვინც ამ კეთილ საქმეში მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ ექსპონატების ძირითადი ნაწილი გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან დღემდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენების სიგელებს, თასებს, აქსესუარები და სხვადასხვა სახის ჯილდოებს მოიცავს.

Related posts

სოფელ რუხში 22 წლის სალომე გაგუა სავარაუდოდ გრიპის ვირუსით გარდაიცვალა

რედაქტორი

ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელმა საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარადგინა

რედაქტორი

ზუგდიდში სასმელი წყლით ათზე მეტი ადამიანი მოიწამლა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი