STV
რეგიონი

სამეგრელოში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ქალაქ ზუგდიდსა და სოფელ რუხში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.

სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღო თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმების ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ოჯახის ექიმი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, პედიატრი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ონკოლოგი, დერმატოლოგი, უროლოგი და რევმატოლოგი. ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ დევნილ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, ულტრასონოსკოპიური გამოკვლევა (მუცლის ღრუს და ფარისებრი ჯირკვლის), ელექტროკარდიოგრაფია და C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ.

გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე ესწრებოდა. მინისტრმა დევნილ მოსახლეობას ნებულაიზერი, ტონომეტრი, გლუკომეტრი  და მედიკამენტები პირადად გადასცა.

ორი დღის განმავლობაში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ქალაქ ზუგდიდის პოლიკლინიკაში და სოფელ რუხის საჯარო სკოლაში მიმდინარეობდა.

Related posts

ალექსანდრე მოწერელია აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა

რედაქტორი

ანაკლიასა და განმუხურში მიმდინარე პროექტებს ლუდუკ ხასია გაეცნო

რედაქტორი

სენაკის მერიაში წარჩინებული კურსდამთავრებულები დაჯილდოვეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი