STV
რეგიონი

დიპლომატი ზუგდიდიდან – პატრიარქმა ფილარეტმა ირაკლი როგავას ჯილდო გადასცა

პატრიარქმა ფილარეტმა ირაკლი როგავას უკრაინის თავდადებისა და სიყვარულისთვის სახელმწიფო ჯილდო გადასცა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიია (კიევის საპატრიარქო) საპატიო პატრიარქმა, მისმა უწმინდესობა ფილარეტმა ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონია გამართა და უკრაინაში საქართველოს საელჩოს მრჩეველს, სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველს ირაკლი როგავას, რომელიც უკრაინაში ორწლიან საქმიანობას ასრულებს, უკრაინის თავდადებისა და სიყვარულისთვის სახელმწიფო ჯილდო გადასცა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც არა ელჩის რანგის ქართველ დიპლომატს აღნიშნული ჯილდო გადაეცა. პატრიარქმა ფილარეტმა აღნიშნა, რომ საქართველო მოძმე ერია და საქართველოს მიმართ განსაკუთრებული სიყვარული გამოხატა.

ასევე დაჯილდოვდნენ რამდენიმე დეპუტატი, უკრაინის ნაციონალური მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, სლოვაკეთის, გერმანიის და ლატვიის საპატიო ელჩები, ბიზნეს კლუბის პრეზიდენტი.

Related posts

ხობში ნაციონალებს ცოცხები დაახვედრეს

რედაქტორი

დავით ფარცვანია ახალგაზრდებს ზუგდიდის ტექნოპარკში შეხვდა

რედაქტორი

ჯვარის მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარაგება ექნება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი