STV
შემთხვევა

ზუგდიდში გზის მშენებლობაზე მუშა დაშავდა – არის თუ არა შრომის უსაფრთხოების წესები დაცული?

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში რამდენიმე წუთის წინ გზის მშენებლობაზე დაკავებული მუშა მიიყვანეს, რომელიც სამუშაო პროცესების მიმდინარეობისას დაშავდა. მედიკოსების განმარტებით, მამაკაცს წვივის ძვლის მოტეხილობა აქვს და მისი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაშავებული ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ კლინიკაში მოინახულა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაცია.

STV-ს ინფორმაციის ახალგაზრდა მამაკაცი კომპანია “ბლექსი გრუპის” ერთ-ერთი მუშაა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გზების მშენებლობებზეა დაკავებული. სააგენტოს სანდო წყაროს ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევები მუნიციპალიტეტსა და რეგიონის მასშტაბით ხშირია, რადგან არ არის დაცული შრომის უსაფრთხოების ნორმები.

ზუგდიდში გზის მშენებლობაზე მუშა დაშავდა

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში რამდენიმე წუთის წინ გზის მშენებლობაზე დაკავებული მუშა მიიყვანეს, რომელიც სამუშაო პროცესების მიმდინარეობისას დაშავდა. მედიკოსების განმარტებით, მამაკაცს წვივის ძვლის მოტეხილობა აქვს და მისი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაშავებული ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ კლინიკაში მოინახულა.მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაცია.STV-ს ინფორმაციის ახალგაზრდა მამაკაცი კომპანია “ბლექსი გრუპის” ერთ-ერთი მუშაა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გზების მშენებლობებზეა დაკავებული. სააგენტოს სანდო წყაროს ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევები მუნიციპალიტეტსა და რეგიონის მასშტაბით ხშირია, რადგან არ არის დაცული შრომის უსაფრთხოების ნორმები.“არსებობს კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელიც სამწუხაროდ ჯერჯერობით არსად დაცული არ არის და აბსოლიტურად უგულვებელყოფილია. ამ კანონის მიზანია იმ ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების განსაზღვრა, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას, დასაქმებულთა სწავლებას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გაწევას და შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში დასაქმებულთა თანაბარ მონაწილეობას.ეს არ არის ზუგდიდში პირველი შემთხვევა, როცა ადამიანები ზარალდებიან. რამდენიმე დღის წინ იყო ასევე შემთხვევა ზუგდიდის რკინიგზის სადგუირის ტერიტორიაზეც, სადაც ასევე მუშა დაზარალდა. ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს და ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი”-აცხადებენ STV-თან სპეციალისტები.

Gepostet von STV.GE სამეგრელო am Sonntag, 15. Dezember 2019

“არსებობს კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელიც სამწუხაროდ ჯერჯერობით არსად დაცული არ არის და აბსოლიტურად უგულვებელყოფილია. ამ კანონის მიზანია იმ ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების განსაზღვრა, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას, დასაქმებულთა სწავლებას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გაწევას და შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში დასაქმებულთა თანაბარ მონაწილეობას.

ეს არ არის ზუგდიდში პირველი შემთხვევა, როცა ადამიანები ზარალდებიან. რამდენიმე დღის წინ იყო ასევე შემთხვევა ზუგდიდის რკინიგზის სადგუირის ტერიტორიაზეც, სადაც ასევე მუშა დაზარალდა. ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს და ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი”-აცხადებენ STV-თან სპეციალისტები.

Related posts

ინციდენტი ზუგდიდის N87 საარჩევნო უბანზე

რედაქტორი

ავტოსაგზაო შემთხვევას ხობში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რედაქტორი

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი