STV
რეგიონი

ზუგდიდში ტრადიციული საშობაო “ალილო” გაიმართა

ზუგდიდში ტრადიციული საშობაო „ალილო“ დადიანების ეზოში არსებული ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიიდან დაიწყო. მსვლელობა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე გაგრძელდა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში დასრულდა, სადაც საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა.

მსვლელობაში მონაწილეობა მოსახლეობამ, მრევლმა და სამღვდელოებამ მიიღო. „ალილოს“ მონაწილეებმა, მოხალისეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სპეციალურად მოწყობილ ურემზე ძღვენი დაალაგეს, რომელიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემათ.

“ალილოს” ტრადიცია 2001 წელს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის კურთხევით აღდგა.

Related posts

ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოები დაათვალიერა

რედაქტორი

„ქველმოქმედება ბედნიერებაა”- ზუგდიდში საშობაო-საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

რედაქტორი

გიგი უგულავა – ამაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილის რეჟიმს ეკისრება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი