STV
პოლიტიკა

ვანო მერაბიშვილი 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “მატროსოვის” ციხეს 20 თებერვალს დატოვებს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული ვანო მერაბიშვილი თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, პენიტენციურ დაწესებულებას, ე.წ. მატროსოვის ციხეს 20 თებერვალს დატოვებს. ვანო მერაბიშვილს პატიმრობის ვადა სწორედ ამ დღეს ეწურება.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდის, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.

სასჯელის შთანქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის საზედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვა.

Related posts

დონალდ ტრამპმა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

რედაქტორი

ზაზა სარალიძის დედა: მე პოლიციელებს არ ვუცემივარ, თვითონ წავიქეცი

რედაქტორი

ნათია თურნავას განცხადებით მარაგი არის და დამატებით ახალ პროდუქციას ლარსიდან ელოდებიან

რედაქტორი

დატოვე კომენტარი