STV
რეგიონი

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტის მერებთან შეხვედრა გამართა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს და მათ მოადგილეებს შეხვდა. შეხვედრაზე 2020 წელს განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს, სახელმწიფო რწმუნებულმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღო პროექტების მიმდინარეობის შესახებ.

ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, როგორც გასულ წელს ასევე 2020 წელს პროექტების განხორციელებისას მაქსიმალური ყურადღება მიექცევა ხარისხს და სამუშაოების დროულად შესრულებას, რათა მოქალაქეებს არსებული პრობლემები და საჭიროებები დროულად გადაეჭრათ.

მერებთან გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, რომლებმაც საკურატორო სფეროების მიხედვით, 2020 წელს რეგიონში განსახორციელებელი საკითხები მიმოიხილეს.

Related posts

თხილის დაცვის პროგრამაში ჩასართავად 5 ათასამდე ფერმერმა ასოციაციას უკვე მიმართა

რედაქტორი

“ნაწყენი ვიყავი ხელფასის დაგვიანების გამო”- ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები და პრესკონფერენციით დადასტურებული ინფორმაცია ენმ-ს მხრიდან

რედაქტორი

ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი სენაკის მუნიციპალიტეტში გადმოასვენეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი