STV
რეგიონი

სინოპტიკოსები ზუგდიდში ამინდის გაუარესებას და თოვლჭყაპს ელოდებიან

სინოპტიკოსების წინასწარი პროგნოზით, ზუგდიდში მომავალი კვირიდან ამინდი გაუარესდება. მათი განმარტებით, ხვალიდან ჰაერის ტემპერატურის კლება და ნალექნალექია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მაღალ მთაში თოვლი, ხოლო ბარში წვიმა და თოვლჭყაპია მოსალოდნელი.

“ამინდი გაუარესდება 9 იანვრიდან, რაც შენარჩუნდება 13 იანვრამდე. მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი კლება და წვიმა. 10-11 იანვარს შესაძლებელია თოვლჭყაპი. მთიან და მაღალმთიან რაიონებში კი თოვლია მოსალოდნელი”, – აცხადებენ სააგენტოში.

მომდევნო დღეების განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ღამით 1- 3, დღისით კი 7- 8 გრადუსამდე იქნება. 

Related posts

ჩატარდება თუ არა ხობში მუსიკალური ფესტივალი “სიმღერა სამეგრელოზე” ჯერჯერობით უცნობია

რედაქტორი

“თქვენ ხართ კრუმპირებული, თქვენ რა გინდათ ზუგდიდში!”- მოქალაქე ლევან ბეჟაშვილს დაუპირისპირდა

რედაქტორი

ზუგდიდის მერის მოადგილე სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობას გაეცნო

რედაქტორი

დატოვე კომენტარი