STV
რეგიონი

სოფელ ტალერში მეზობლის მკვლელობისთვის ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში მეზობლის 39 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ჯემალ ნაჭყებიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნატრული აკობიამ მიიღო, რითაც ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

პროკურორის ლევან ფიფიას განმარტებით, ბრალდებულმა თავად დაკავებული დანაშაულს აღიარებს, თუმცა ამბობს, რომ მკვლელობა თავდაცვის მიზნით ჩაიდინა. მარტვილში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 7 იანვარს 1961 წელს დაბადებული ჯ.ნ. დააკავეს.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Related posts

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია ზუგდიდში გრანდიოზული კოლონით დასრულდა [ვიდეო]

რედაქტორი

“ევროპულმა საქართველომ” კომბინატში დარბაზი დაჯავშნა – რისთვის ემზადება პოლიტიკური პარტია?

რედაქტორი

საჩინო – ჩქვალერი – ჯვარზენის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი