STV
სხვა ამბები

ბოდიში – უკაცრავად

წუხელ, გვიან ღამით გარეთ გასვლა მომიწია. სადარბაზოს კიბეებთან ახალგაზრდა, ჩემზე პატარა ბიჭები ჩამომჯდარიყვნენ. მეუხერხულა მათ შორის გავლა – ბოდიში მეთქი ვუთხარი და გავიარე. არაფერი უთქვამთ, არც შეუმჩნევიათ. გზა განვაგრძე და მაღაზიაში შევედი. ქალბატონი იყო რიგში ჩემამდე, რომელსაც ფასის სხვაობის გამო ვერ გადაეწყვიტა ხორცი გაყინული ეყიდა თუ გაუყინავი. მე მხოლოდ სიგარეტი უნდა მეყიდა – ამიტომ მასაც ბოდიში მოვუხადე და გამყიდველმა შავი სობრანიე მომაწოდა, მადლობა მეთქი ვუთხარი და გამოვართვი. არც გაურკვევლობაში მყოფ ქალბატონს შეუმჩნევია ჩემი ბოდიში. მეუხერხულა. ნელი ნაბიჯებით სახლისკენ დავეშვი.

გზად შევატყვე რომ სურდო მქონდა. გადავწყვიტე ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიჰისტამინური მედიკამენტი მეყიდა და აფთიაქისკენ წავედი. იქაც რიგი იყო. დიდხანს ველოდი. ჩემს შემდეგ ბევრი ბავშვიანი ქალი მოვიდა. როცა ჩემი რიგი დადგა, არ შემიმჩნიეს, ზურგს უკან მომაქციეს, ბოდიში მეთქი ვუთხარი და გვერდზე გავიწიე. ახლოს მდგომი გამომელაპარაკა და მითხრა რომ
ასეა, ასე, ძალიან გამოიცვალა ცხოვრებაო. გავუღიმე და არაუშავსთქო ვუთხარი.

სახლისკენ მიმავალმა გავიფიქრე, როგორი კარგია, როცა შეგნებულ ადამიანეთან გაქვს ურთიერთობა – ცუდს გააკეთებ დაისჯები, კარგს გააკეთებ დაგიფასდება.მათთან, ვისაც მინიმუმ ხშირი ბოდიში-უკაცრავად ჩვევად აქვთ. გავიფიქრე, რომ რა თქმა უნდა, აქამდე შემეძლო მინიმუმ ცოლი მომეყვანა, კართან ვიღაც დამება და მყოლოდა. ვინც ხანდახან დამაწიოკებდა, ჩითის კაბას ვუყიდდი, ბრილიანტის სამკარატიან ბეჭედს ვაჩუქებდი ფა შვილებს გამიჩენდა. ხანდახან, იქნებ ვყვარებოდი კიდეც.

რა თქმა უნდა, შემეძლო ერთი ქალი მყოლოდა ოჯახში. მაგრამ ვინც აქამდე შემხვედრია მას მხოლოდ ჭორიკანა მდედრები და
ეზოს მოცლილები მიესალმებოდნენ. სხვების თვალში,
ნათესაურ შეკრებებზე მუდმივად დასმულ კითხვას ავიცილებდი.მართლა შემეძლო მყოლოდა ერთი ვინმე ქალი, მქონოდა – გარეუბანში ნაყიდი ბინასავით .მაგრამ არა, რადგან განსაკუთრებულ ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა, მათთან ვისაც გაყინულ ხორცს, ნედლი ურჩევნიათ, ბოდიში-უკაცრავად ჩვევად აქვთ, კარგს ვაკეთებ მიფასებენ, თუკი ცუდს – მსჯიან.

ახლაც, ვინც ამას კითხულობს, იქნებ რაღაც არ მოეწონა – ან რამე ისეთი დეტალი გამომრჩა, რომელიც იმაზე მნიშვნელოვანია ვიდრე ვორდის ფაილში მოქცეული ნებისმიერი წინადადება, ხმამაღლა ვეტყვი, რომ ბოდიში-უკაცრავად

Related posts

უკრაინაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა დნეპრის ქართულ საკვირაო სკოლას სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

რედაქტორი

ზუგდიდელი მეწაღის მიერ შექმნილი ფეხსაცმელი ევროპაშიც მოთხოვნადია

რედაქტორი

TELEGUIDE – ზუგდიდელი სტუდენტის მიერ შექმნილი ახალი აპლიკაცია

რედაქტორი

დატოვე კომენტარი