STV
კულტურა

ზუგდიდში საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა

ზუგდიდში, ყოველწლიური საშობაო-საქველმოქმედო კონცერტი სლოგანით “სიკეთე ახალგაზრდებთან ერთად“ ჩატარდა, რომელშიც ადგილობრივი შემსრულებლები მონაწილეობდნენ. ღონისძიებაში წელს აქტიურად იყვნენ ჩართული სტუდენტები და მოსწავლეები. საქველმოქმედო საღამო ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ინიციატივით და მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით განხორციელდა. კონცერტზე შემოსული თანხა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებსა და შშმ პირებს გადაეცემა.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, საქართველოს პარლამენტის წევრის მერაბ ქვარაიას ბიურო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი.

კონცერტს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა, სასულიერო პირები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Related posts

სენაკელმა თეატრალებმა სეზონი სპექტაკლით “მაცეკვე ტანგო” დახურეს

რედაქტორი

დავით ალადაშვილი ენგურის ხიდზე ღია ცის ქვეშ დაუკრავს

რედაქტორი

ზუგდიდში რაულ ჩილაჩავას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი